საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2988682
degree@turizmiedu.ge
თბილისის ტურიზმის აკადემიის სასწავლო და აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ თბილისის ტურიზმის აკადემიის დებულების შესაბამისად. ტურიზმის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ქმნის ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას.
- თბილისის ტურიზმის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით.
- ადგენს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშს;
- მონაწილეობს თბილისის ტურიზმის აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმის შმუშავებაში და ამ მიზნით ორგანიზებას უწევს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულების ჩართულობას სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის ტურიზმის აკადემიის დირექტორი;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრულ ყველა ამოცანის შესრულებას.
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დეკანატის მეშვეობით, უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესის კონტროლს;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერს უშუალოდ ექვემდებარება:
ა) პროგრამის ხელმძღვანელი/მიმართულების ხელმძღვანელები;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების, კარიერის დაგეგმვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;