შეფასების სტანდარტები
1.საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სტანდარტები:
- ზოგადი აკადემიური სტანდარტების ჩამონათვალი (სწავლის შედეგები) მოცემულია პროფესიული განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №120/ნ. 2010 წლის 10 დეკემბერი)
- საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა - მოცემულია დირექტორის ბრძანებაში ,,კურიკულუმის შექმნის ინსტრუქცია”
2.სასწავლო პროცესის შეფასების სტანდარტები:
- სწავლის და სწავლების შეფასების სისტემა, მოცემულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანებაში და დადგენილია თბილისის ტურიზმის აკადემიის სამართლებრივი აქტებით.
3. თბილისის ტურიზმის აკადემიის საქმიანობის შეფასება რომლის შედეგებიც გამოიყენება სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სასწავლო პროცესის შეფასება
სასწავლო პროცესის შეფასება არ გულისხმობს სასწავლო პროცესის კონტროლს. მეცადინეობების ჩატარებისა თუ გაცდენის აღრიცხვა არ წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, სასწავლო პროცესის შედეგების ანალიზის საფუძველზე დაადგინოს, რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს სწავლება, გამოავლინოს პრობლემები და დასახოს მათი აღმოფხვრის გზები. სასწავლო პორცესის უმთავრეს შედეგს და შესაბამისად, მის ყველაზე უფრო ფართოდ აღიარებულ ინდიკატორს პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრება წარმოადგენს. ცხადია, აკადემიური მოსწრების ანალიზის გარდა, სასწავლო პროცესის შეფასებისას მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ყველა მხარის – აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და პროფესიული სტუდენტების, რიგ შემთხვევებში დამსაქმებლების და კურსდამთავრებულების გამოკითხვა.
პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზი
პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი სახის ინფორმაციის მოპოვება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამისა და ცალკეული კურსების სირთულის ხარისხი;
ბ) შეფასების გამოყენებული მეთოდების ადეკვატურობა;
გ) მასწავლებლის პედაგოგიური თვისებები;
დ) პროფესიულ სტუდენტების მომზადების დონე.
პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების მონაცემების დამუშავებისას ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა: შეიძლება გაანალიზდეს პროფესიული სტუდენტთა მოსწრება ერთი საგნის ფარგლებში, მაგრამ საერთო სურათისათვის აუცილებელია ერთი სემესტრის განმავლობაში პროფესიული სტუდენტების ერთი და იგივე ჯგუფის მიერ სხვადასხვა დისციპლინებში მიღებული შეფასებების შედარებითი ანალიზი, სანდო დასკვნების გაკეთებისა და მომავალში სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით. ასე მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ სემესტრის განმავლობაში პროფესიული სტუდენტების უმრავლესობა ყველა საგანში იღებს მხოლოდ უმაღლეს შეფასებას, ეს ნიშნავს, რომ მათი პროგრამა გაუმართლებლად მარტივია და საჭიროა მისი გართულება, ან საგნების გადანაწილება სემესტრში მათი სირთულის მიხედვით, რათა დაბალანსდეს პროფესიულ სტუდენტთა მიერ ასათვისებელი მასალა. პირიქით, თუ პროფესიული სტუდენტთა შეფასება ყველა საგანში დაბალია, მაშინ საჭიროა პროგრამების შესაბამისი ადაპტირება. ხვადასხვა საგნების სემესტრული შეფასებების ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ საგნების დაჯგუფებას მათი პროფილის მიხედვით (მაგალითად, უცხო ენაში სტუდენტთა შეფასება ვერ განიხილება საკუთრივ სოციალური საგნების შეფასებასთან ერთად ამ საგნების აბსოლუტურად განსხვავებული პროფილისა და დანიშნულების გამო). საგნების დაჯგუფებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ სტუდენტთა მობილობის პირობებში. ასევე მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა სასწავლო წლების შედეგების შედარების მიზნით, რათა ნათლად გამოჩნდეს პროგრამულ დონეზე ან სწავლებისა თუ შეფასების სფეროში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი (ან მისი არ არსებობა). ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტთა მოსწრების ანალიზი რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ყოველი სემესტრის ბოლოს და მისი შედეგები საჯარო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
აკადემიური პერსონალის - პროფესიული განათლების მასწავლებლების შეფასება
როდესაც საუბარია პერსონალის შეფასებაზე, ტრადიციულად სწორედ აკადემიური პერსონალის შეფასება იგულისხმება, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა თეორიულად შეიძლება ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენცია და მუშაობის ეფექტურობაც შეამოწმოს. პრაქტიკაში ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის შეფასებას ადამიანური რესურსების განყოფილება ახორციელებს; შეფასება ეფუძნება მკაფიოდ განსაზღვრულ სამსახუროებრივ მოვალეობებს, რომლებიც ადმინისტრაციული პერსონალის კონტრაქტშია მითითებული. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია აკადემიური პერსონალის შეფასებას ეხება. აკადემური პერსონალის ხარისხი განისაზღვრება მისი სწავლებისა და სამეცნიერო კომპეტენციით.
სწავლების კომპეტენცია:
აკადემიური პრსონალის უპირველესი დანიშნულება პროფესიული სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემაა. სწავლების ხარისხის დადგენისათვის რეკომენდირებულია შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:
ა) პროგრამის ეფექტურად დაგეგმვისა და შემუშავების უნარი - იგულისხმება სილაბუსის შემუშავება, სწავლებისა და შეფასების ადეკვატური მეთოდების შერჩევა, კურიკულუმის შემუშავებაში მონაწილეობა და სხვა;
ბ) უშუალოდ სწავლების, ანუ ცოდნის გადაცემის, მიწოდების უნარი - პროფესიული სტუდენტების მოტივირება, მოცემული საგნით მათი დაინტერესება, პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, პროფესიული სტუდენტების სამართლიანი შეფასება და სხვა;
გ) დარგობრივი კომპეტენცია - მოცემული საგნის ცოდნა, დარგობრივ სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების ცოდნა, დარგობრივი სფეროს ადგილი სხვა დისციპლინებთან მიმართებაში და სხვა;
დ) კურსის მართვის უნარი - სასწავლო კურსის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა მაგალითად, კონსულტაციები.
სწავლების კომპეტენციის შეფასებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
- თვითშეფასება;
- შეფასება კოლეგების მიერ;
- შეფასება პროფესიული სტუდენტების მიერ;
- პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების ანალიზი;
- სილაბუსის შემოწმება.
- დასწრება მეცადინეობაზე - ეს მეთოდი გულისხმობს კომპეტენტური და გამოცდილი სპეციალისტის არსებობას, ვისაც მიუკერძოებლად შეეძლება ჩატარებული მეცადინეობის როგორც პედაგოგიური, ასევე დარგობრივი
პროფესიული საქმიანობის გამოცდილება:
აქტიური მონაწილეობა პროფესიულ საქმიანობაში აუმჯობესებს სწავლების ხარისხსაც.
1. პროფესიული საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები:
ა) შესაბამისი აკადემიური ხარისხი;
ბ) პუბლიკაციები, ამ კრიტერიუმის გაზომვისათვის შესაძლებელია ციტაციის კოეფიციენტის გამოყენებაც;
გ) მონაწილეობა პროფესიულ კონფერენციებში - იგულისხმება მოხსენების წარდგენა და არა უბრალო დასწრება;
დ) წევრობა და აქტიური საქმიანობა პროფესიულ ორგანიზაციებში;
ე) დარგობრივი კომისიების წევრობა;
ვ) დარგობრივი ჟურნალების რედკოლეგიის წევრობა;
- ნებაყოფლობითი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება - სხვადასხვა სახის კომისიებისა თუ საბჭოების წევრობა და მათ მუშაობაში აქტრიური მონაწილეობის მიღება;
- ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება - დეკანი და სხვა;
- აქტიური ურთიერთობა დამსაქმებლებთან და სხვა სოციალურ პარტნიორებთან;
- მუშაობა პროფესიულ სტუდენტთა ხელშემწყობ სტრუქტურებში;
- და სხვა.
ხარისხის უზრუნველყოფს სამსახურის მოვალეობაა, აკადემიური პერსონალის შეფასების უწყვეტი სისტემის დანერგვა, რამაც უნდა უზრუნველყოს დაკავებულ თანამდებობასთან პერსონალის შესაბამისობის საკითხი. იგულისხმება პროფესურის მიერ არა მარტო განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, არამედ მათი შესაბამისობა ტურიზმის აკადემიის პროფილთან და მათი წვლილი მისიის განხორციელებაში.
შეფასების პროცესი და მექანიზმები
თბილისის ტურიზმის აკადემიის მისიიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა განსაზღვროს სტრუქტურებისა და პროგრამების შეფასების გრაფიკი, რაც თავის მხრივ, გარკვეული პრიორიტეტების გამოკვეთას გულისხმობს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა განსაზღვროს, რისი/ვისი შეფასებაა ამჟამად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ანუ საით უნდა იყოს მიმართული მთავარი ძალები.
ა)შეფასების მოსამზადებელი ეტაპი
ეს პროცესი თავის მხრივ რამდენიმე საფეხურს მოიცავს:
- შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა შესაფასებელი ობიექტის მიხედვით;
- შემფასებლების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მომზადება;
- შეფასების პროცედურის შემუშავება;
- შეფასების შედეგების ანალიზის ფორმის შემუშავება;
- შეფასების შედეგების გამოქვეყნების/პრეზენტაციის წესის შემუშავება.