თბილისის ტურიზმის აკადემიის მიზნები და ამოცანები
ტურიზმის აკადემიის ძირითადი მიზნებია განახორციელოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობა. ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას, საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში და საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებით მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება დაინტერესებულ პირებს; შეუქმნას პროფესიულ სტუდენტებს განათლების მისაღებად მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი გარემო, შეიმუშაოს და პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზოს მასზე ორიენტირებული და მისი ინტერესებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებით პროფესიული სტუდენტისათვის უზრუნველყოფილი იქნება მისი პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შექმას გარემო პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებლის მობილობისათვის. მოახდინოს ტურიზმის აკადემიის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის ტურიზმის აკადემია:
ა) ამზადებს პროფესიულ სტუდენტებს პროფესიული მოღვაწეობისათვის;
ბ) ზრუნავს როგორც მასწავლებლების ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტების საჭიროებებსა და ქმნის მათთვის სწავლის საშეღავათო პირობებს;
დ) ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტისა და ხელოვნების განვითარებას, სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
ე) თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორც პროფესიულ სტუდენტებში ასევე ტურიზმის აკადემიის პერსონალში;
თ) ქმნის ყველა პირობას პროფესიული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სწავლისა და სწავლების აკადემიურ თავისუფლებისათვის;
კ) უზრუნველყოფს რელიგიურ და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს სასწავლო პროცესის განხორციელებაში.
ტურიზმის აკადემიის თითოეული სტრუქტურული ერთეული თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ვალდებულია ამოდიოდეს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მიზნებიდან და ყოველდღიური საქმიანობა მიმართოს ამ მიზნების რეალიზებისკენ.