კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
1. სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომების სია;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კომპეტენტურობას;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- 2 ფოტოსურათი(3X4).
სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის მუშაობის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომების სია;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კომპეტენტურობას;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- 2 ფოტოსურათი(3X4).
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის მუშაობის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად);
- 2 ფოტოსურათი (3X4).
კონკუსის წესით, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე შეიძლება შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სწავლობს დოქტორანტურაში.