საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2935430; 593 342881
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერის ძირითადი საქმიანობის სფეროა ტურიზმის აკადემიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
ა) აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად/თანამდებობაზე დასანიშნად, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და გათავისუფლებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და დირექტორისათვის წარდგენა;
ბ) პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; პერსონალის სრული ელექტრონული ბაზის შექმნა, შევსება და წარმოება;
გ) დასაქმებული პერსონალის მიმდინარე და პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და ანალიზი;
დ)პერსონალის მონიტორინგი;
ე) პერსონალზე მოთხოვნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლის შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება, საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე მოზიდვა;
ვ) იურიდიული განყოფილების დახმარებით, საკადრო საკითხებზე ბრძანებათა პროექტების მომზადება და დირექტორისათვის წარდგენა;
ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ტურიზმის აკადემიის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ადგენს:
ა). ტურიზმის აკადემიის თნამშრომელთა CV-ის სტანდარტს,
გ) თანამშრომელთა განაცხად-აპლიკაციის სტანდარტს;
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ადგენს აგრეთვე იმ დოკუმენტების სრულ ნუსხას, რომელიც საჭიროა, რომ წარმოადგინონ როგორც აკადემიურმა ასევე ზოგადად ტურიზმის აკადემიის თანამშრომლებმა; ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისენეჯერი ეხმარება ტურიზმის აკადემიის ყველა სტრუქტურულ ერთეულს კადრების შერჩევის საკითხში: აცხადებს კონკურსს, მონაწილეობს CV-ების გადარჩევაში, მდივნობს საკონკურსო კომისიის სხდომებს, ესწრება კანდიდატთა ინტერვიუს და ყოველივეს აფორმებს სათანადო ოქმით, ავსებს და ანვითრებს თანამშრომელთა აღრიცხვის ბაზებს; ყოველი თვის დასაწყისში აწვდის ბუღალტერს დათხოვნილი თანამშრომლებისა და ახალმოსულების შესახებ ინფორმაციას.