კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია

          

           სამსახურის მენეჯერი

           ნანა კირკიტაძე

             

 საკონტაქტო ინფორმაცია:

 ტელ: 2999626

 kancelaria@turizmiedu.ge

ტურიზმის აკადემიის შემოსული/გასული კორესპოდენციის, შიდასამართლებრივი აქტების სანდო აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად და სტუდენტთა რეესტრის წარმოების მიზნით იქმნება კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური;

კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტაციის სამსახურს სამსახურის მენეჯერი

კანცელარიის და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ტურიზმის აკადემიის დირექტორი;

1. კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას, სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებისა და ნომრის მინიჭებას;

ბ) ახორციელებს შემოსული კორესპონდენციის შესასრულებლად ტურიზმის აკადემიის შესაბამის, სტრუქტურულ ერთეულებზე გადაცემას და შესრულების კონტროლის განხორციელებას;

გ) აძლევს მითითებებს ტურიზმის აკადემიის თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დოკუმენტების შესასრულებლად;

დ) ითხოვს სტრუქტურული ერთეულებისგან მათთვის შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე შესრულების ანგარიშს;

ე) ატარებს რეგისტრაციაში შესრულებულ დოკუმენტაციას ტურიზმის აკადემიდან გასაგზავნად.

ვ) ატარებს ტურიზმის აკადემიის დირექტორის მიერ მიღებულ ბრძანებებს რეგისტრაციაში;

ზ) ათავსებს გატარებულ ბრძანებებს სპეციალურ საქმეში;

თ) უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა შესახებ მიღებული ბრძანებების შენახვა/დაცვას;

ი) აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა რეესტრს;

კ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.

კანცელარიის და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი ანგარიშვალდებულია ტურიზმის აკადემიის დირექტორის მოადგილის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  და დირექტორის წინაშე;

2. კანცელარიის და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურში არსებობს პროფესიულ სტუდენტთა რეესტრზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება და სათანადო წესით შენახვა;

ბ) აწარმოოს პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის ჟურნალი, სადაც შეიტანება (ჩარიცხული, სხვა უმაღლეს სასწავლებლიდან გადმოყვანილი) პროფესიული სტუდენტების პირადი მონაცემები - გვარი, სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, რომელსაც ანიჭებს დირექტორი ბრძანებით, სამხედრო მიწერა, სკოლა (სასწავლებელი), რომელიც დაამთავრა, დამთავარების წელი, ატესტატის (დიპლომის) ნომერი, გაცემის თარიღი,  სასწავლებელში ჩარიცხვის თარიღი, მისამართი, სპეციალობა;

გ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები მობილობის წესით სტუდენტის მიღებისას;

დ) მოამზადოს პროფესიულ სტუდენტებთან დასადები ხელშეკრულებები;

ე) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ტურიზმის აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოვალეობანი.

3.  პროფესიულ სტუდენტთა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს ინფორმაცია სკოლის მენეჯერისგან პროფესიული სტუდენტის შესახებ;

ბ) შეიმუშაოს რეკომენდაციები ტურიზმის აკადემიაში მისაღები კონტიგენტის თაობაზე;

პროფესიულ სტუდენტთა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია კანცელარიის და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  წინაშე;