სამართლებრივი მუშაობის წარმართვის მიზნით, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით, იქმნება იურიდიული სამსახური.
1. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ტურიზმის აკადემიის საქმიანობაში კანონიერების განმტკიცება;
ბ) ტურიზმის აკადემიის ფინანსური მდგომარეობის, სამეურნეო საქმიანობის, შრომითი საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და განმტკიცების მიზნით სამართლებრივი საშუალებების აქტიური გამოყენება;
გ) დავალებების, ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა სამართლებრივი საშუალებებით;
დ) ტურიზმის აკადემიის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა.
2. იურიდიული სამსახურის იურისტს ბრძანებით ნიშნავს დირექტორი.
იურიდიული სამსახურის იურისტის თანამდებობაზე ინიშნება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.
3. იურიდიული სამსახურის იურისტი:
ა) ამოწმებს და ვიზირებას უკეთებს დირექტორთან ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების კანონიერების მოთხოვნების შესაბამისობას (ბრძანებების პროექტები, ინსტრუქციები და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები);
ბ) სხვა ქვეგანყოფილებასთან ერთობლივად ამზადებს წინადადებებს ბრძანებებში ცვლილებების შესატანად ან ფაქტიურად ძალადაკარგული ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაცვლელად;
გ) მონაწილეობას იღებს კოლექტიური ხელშეკრულების მომზადებასა და დადებაში, აგრეთვე შრომითი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიებების გატარებაში;
დ) სამართლებრივი საკითხების განხილვისას წარმოადგენს ტურიზმის აკადემიის ინტერესებს სასამართლოში, არბიტრაჟში და სხვა ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს ტურიზმის აკადემიაში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) იძლევა კონსულტაციებს, დასკვნებს, ინფორმაციებს ტურიზმის აკადემიის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით;
ზ) შესაბამის კომისიებში მონაწილეობს წინადადებების განხილვისას ტურიზმის აკადემიის სასწავლო, სამეცნიერო და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
თ) ორგანიზაციას უკეთებს ზემდგომი ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების აღრიცხვასა და შენახვას, ორგანიზაციას უწევს თანამდებობის პირებისათვის მოქმედი კანონმდებლობის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემას და შესწავლას.