In English

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
    • მიზნები და ამოცანები
    • სტრატეგია
      • მიზნობრივი პროგრამები
      • სამოქმედო გეგმა
    • კონკურსები და ვაკანსიები
  • დამფუძნებლები
  • დირექტორი
  • ადმინისტრაციიის უფროსი
  • სტრუქტურა
  • ხარისხის უზრუნველყოფა
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
    • შეფასების სისტემა
    • შეფასების სტანდარტები
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
  • ტურიზმის სკოლა
    • საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები
    • მასწავლებლები
  • სამსახურები
    • ადამიანური რესურსები
    • კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია
    • იურიდიული სამსახური
    • პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების და კარიერის დაგეგმვის
  • პროფესიული სტუდენტი
    • შეფასების სისტემა
    • მობილობა
    • პროფესიული სტუდენტის სტატუსი
  • ბიბლიოთეკა
    • კონტაქტი
    • ელექტრონული რესურსები
    • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
    • წიგნების კატალოგი
  • იურიდიული ცნობარი
  • ტურისტული კომპანიები
    • ტურისტული სააგენტოები
    • ტურისტული საინფორმაციო გვერდები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • საიტის რუკა








იურიდიული სმსახური

Print Version


 

 

სამართლებრივი მუშაობის წარმართვის მიზნით, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით, იქმნება იურიდიული სამსახური.

1. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტურიზმის აკადემიის საქმიანობაში კანონიერების განმტკიცება;

ბ) ტურიზმის აკადემიის ფინანსური მდგომარეობის, სამეურნეო საქმიანობის, შრომითი საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და განმტკიცების მიზნით სამართლებრივი საშუალებების აქტიური გამოყენება;

გ) დავალებების, ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა სამართლებრივი საშუალებებით;

დ) ტურიზმის აკადემიის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

2. იურიდიული სამსახურის იურისტს ბრძანებით ნიშნავს დირექტორი.

იურიდიული სამსახურის იურისტის თანამდებობაზე ინიშნება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.

3.  იურიდიული სამსახურის იურისტი:

ა) ამოწმებს და ვიზირებას უკეთებს დირექტორთან ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების კანონიერების მოთხოვნების შესაბამისობას (ბრძანებების პროექტები, ინსტრუქციები და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები);

ბ) სხვა ქვეგანყოფილებასთან ერთობლივად ამზადებს წინადადებებს ბრძანებებში ცვლილებების შესატანად ან ფაქტიურად  ძალადაკარგული ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაცვლელად;

გ) მონაწილეობას იღებს კოლექტიური ხელშეკრულების მომზადებასა და დადებაში, აგრეთვე შრომითი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიებების გატარებაში;

დ) სამართლებრივი საკითხების განხილვისას წარმოადგენს  ტურიზმის აკადემიის ინტერესებს სასამართლოში, არბიტრაჟში და სხვა ღონისძიებებში;

ე) მონაწილეობს ტურიზმის აკადემიაში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) იძლევა კონსულტაციებს, დასკვნებს, ინფორმაციებს ტურიზმის აკადემიის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით;

ზ) შესაბამის კომისიებში მონაწილეობს წინადადებების განხილვისას ტურიზმის აკადემიის სასწავლო, სამეცნიერო და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

თ) ორგანიზაციას უკეთებს ზემდგომი ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების აღრიცხვასა და შენახვას, ორგანიზაციას უწევს თანამდებობის პირებისათვის მოქმედი კანონმდებლობის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემას და შესწავლას.

 

ICU

ომედია სტუდია — ვებ დეველოპმენტი და ონლაინ საკონსულტაციო სერვისები

ვებგვერდის მესაკუთრე:
თბილისის ტურიზმის აკადემია

ვებგვერდის გაშვება:
15.04.2011

ბოლო განახლება:
2 ივლისი, 2015

სულ ვიზიტორები:
949694

© 2006–2010