შეხვედრა მესხეთში
სტუმრად მესხეთში
ამას წინათ, თბილისის ტურიზმის აკადემიისა და ასოციაცია „მესხეთი 2001“–ის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა მესხეთის რეგიონში, ახალციხეში. შეხვედრის მიზანი იყო თბილისის ტურიზმის აკადემიის სამომავლო გეგმების გაცნობა, მესხეთის განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და მოსწავლე–ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო სფეროში შეთავაზების პრეზენტაცია. ასევე ასოციაცია „მესხეთი 2001“–ის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელობის ანგარიშის წარდგენა.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელმა, ასოციაცია „მესხეთი 2001“–ისა და მექვაბიშვილთა საგვარეულოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ამირან მექვაბიშვილმა. მან ვრცლად ისაუბრა თბილისის ტურიზმის აკადემიის გეგმებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირში არის მესხეთის კუთხის ახალგაზრდებთან. კერძოდ, აკადემია შეღავათს უწესებს სწავლის გადასახადში მესხეთიდან სასწავლებლად მოსულ ნებისმიერი ასაკის სკოლადამთავრებულს. მან ასევე ისაუბრა ასოციაცია „მესხეთი 2001“–ის განვლილ მუშაობასა და სამომავლოდ დაგეგმილ საკითხებზე.
სიტყვებით გამოვიდნენ: ზურაბ სანადირაძე – თბილისის ტურიზმის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი, რომელმაც ისაუბრა აკადემიაში განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მიღების წესების შესახებ; ციური ლაფაჩი – ახალციხის რაბათის მუზეუმის მენეჯერი; ხათუნა ხმალაძე– ახალციხის განათლების რესურსცენტის ხელმძღვანელი; შორენა ჭიტაძე – ლობჟანიძე – ადიგენის განათლების რესურსცენტის ხელმძღვანელი; ირა გიორგაძე – ვალეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი; ინგა ჩინჩალაძე – ახალციხის N 7 სკოლის პედაგოგი; ლიანა ხმალაძე – ასოციაცია „მესხეთი 2001“–ის ვიცე–პრეზიდენტი, დარგობრივი აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, დაისახა სამომავლო მუშაობის სტრატეგიაც. ასეთი ტიპის შეხვედრები კვლავაც გაიმართება.