საოცრად ამაღლებული განწყობა სუფევდა დარბაზში ზეიმის დაწყებისას.
სტუდენტთა დარბაზის ინიციატივითა და ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლის, ქალბატონ ლიანა ხმალაძის ძალისხმევითა და მონდომებით გაიმართა ვაჟა–ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა პროფ. ნუგზარ წერეთელმა.
ამ საღამოზე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს და ვაჟას შემოქმედებაზე საინტერესო მოხსენებით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: იუზა ევგენიძე, ლადო მინაშვილი, თეიმურაზ ქურდოვანიძე.
მომხსენებლის შემდეგ ლიტერატურულ საღამოზე სიტყვებში გამოვიდნენ უნივერსიტეტის ლექტორები: ლ. ხმალაძე, ი. ქაფიაშვილი, თ. გელაშვილი, ც. ბუკია.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს უკვდავი ვაჟას ლექსები და პოემები, რითაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს დარბაზში მყოფ პროფესორ–მასწავალებლებზე, სტუმრებზე და სტუდენტებზე.
დასასრულ, პროფესორმა ამირან მექვაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს, მონაწილე სტუდენტებს ამ საინტერესო ღონისძიების მოწყობისათვის.