პრეზენტაცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა თბილისის ტურიზმის აკადემიის დაფუძნება და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება - ავტორიზაცია, თბილისის ტურიზმის აკადემიის დამფუძვნებელმა და დირექტორმა, პროფესორმა ამირან მექვაბიშვილმა.
თბილისის ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელმა პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა ისაუბრა თბილისის ტურიზმის აკადემიის დაფუძნების მნიშვნელობასა და მომავალ მიზნებზე.
თბილისის ტურიზმის აკადემიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები - ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი კოტე ჩოკორაია და აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ცხვედიანი.
ასევე პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს ხელმძღვენელის მოადგილე ბექა ჯაყელი და სააგენტოს პროდუქტის განვითარების კორდინატორი ნატალია ბახტაძე,
მათ ისაუბრეს გიდის პროფესიის მნიშვნელობაზე და დასაქმების პერსპექტივებზე.
გიდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე, პროგრამების განვითარებაზე ისაუბრა თბილისის ტურიზმის აკადემიის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვენელმა პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ.
თბილისის ტურიზმის აკადემიის სტრატეგიულ განვითარებაზე, მომავალ გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა ტურიზმის აკადემიის იურისტმა ზვიად არძენაძემ.
პრეზენტაცია დასრულდა საზეიმო კონცერტით.