პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება, შეჩერება და შეწყვეტა
1. პროფესიულ სტუდენტად მიიჩნევა ის პირი, რომელიც ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2. ყველა მსურველს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად, შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის I-III საფეხურებზე.
3. კონკრეტული პროფესიული სტანდარტით შესაძლებელია დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს პროფესიულ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის მიღების წესი, რაც აისახება შესაბამის კურიკულუმში.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საფეხურზე ჩარცხვა შესაძლებელია მხოლოდ წინა საფეხურის საგანმათლებლო პროგრამის გავლის სათანადო პროფესიული დიპლომით დადასტურებისა, ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო აღიარების შემთხვევაში, რაც ფორმდება ატესტატციის გზით კანონმდებლობისა და კოლეჯის მიერ მიღებული წესის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება შესაბამისი მიმართულების I-III საფეხურების პროგრამებზე.
6. IV-V საფეხურებზე ჩარიცხვის საფუძველია აბიტურიენტის შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტის შედეგების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ტურიზმის აკადემიის დირექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინოს:
ა) ტურიზმის აკადემიის მიერ დადგენილი ფორმის განცხადება პროფესიული სტუდენტის
სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
დ) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პროგრამის მოთხოვნებით მოთხოვნილია სხვა დონის განათლება - შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი.
ე) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ვ) IV და V საფეხურების პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად – ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა
1. წარმოდგენილი საბუთების ანალიზისა ან/და პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დირექტორის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია.
2. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის საოქმო დადგენილების სახით და გადაეცემა ტურიზმის აკადემიის დირექტორს.
3. ტურიზმის აკადემიის დირექტორი კომისიის რეკომენდაციისა და საბუთების ანალიზის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას პროფესიული სტუდენტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ.
პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. ტურიზმის აკადემიის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს ტურიზმის აკადემიას განცხადებით, მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და პროფესიული სტუდენტის სხვა უფლება- მოვალეობებისგან დროებით განთავისუფლების თაობაზე.
2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ პროფესიულ სტუდენტს გააჩნია ფინანსური დავალიანება კტურიზმის აკადემიის წინაშე, ან განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებობს მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ავადმყოფობა;
ბ) უცხო ქვეყანაში სწავლა;
გ) სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა;
დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ე) პროფესიული სტუდენტის მიერ ტურიზმის აკადემიასთან კავშირის გაწყვეტა, შესაბამისი
მიზეზების დადგენამდე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;
ზ) სემესტრული რეგისტრაციის გაუვლელობა;
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, ტურიზმის აკადემია და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.
5. პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები რაც გახდა პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
7. იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს ყველაზე მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტურიზმის აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტა
1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
ბ) პირადი განცხადება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა მოუსწრებლობის გამო, თუ პროფესიული სტუდენტი ზედიზედ სამჯერ ვერ ახერხებს სასწავლო დისციპლინის წარმატებით გავლას ან/და საწარმოო პრაქტიკის გამოცდის დაცვას;
დ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პროფესიული სტუდენტის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშ მიცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;
ე) წესდების, ტურიზმის აკადემიის შინაგანაწესის, დებულების და სხვა შიდა სამართლებრივ
აქტების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა, რაც მნიშვნელოვანს ზიანს მიაყენებს ტურიზმის აკადემიას, მის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებს,
ვ) გარდაცვალება.
2. ტურიზმის აკადემია ვალდებულია პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ,
მოისმინოს მისი პოზიცია, მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის საშუალება.
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწვეტა ფორმდება ტურიზმის აკადემიის დირექტორის დასაბუთებელი ბრძანებით.
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ანთავისუფლების მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.
5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.