In English

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
    • მიზნები და ამოცანები
    • სტრატეგია
      • მიზნობრივი პროგრამები
      • სამოქმედო გეგმა
    • კონკურსები და ვაკანსიები
  • დამფუძნებლები
  • დირექტორი
  • ადმინისტრაციიის უფროსი
  • სტრუქტურა
  • ხარისხის უზრუნველყოფა
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
    • შეფასების სისტემა
    • შეფასების სტანდარტები
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
  • ტურიზმის სკოლა
    • საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები
    • მასწავლებლები
  • სამსახურები
    • ადამიანური რესურსები
    • კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია
    • იურიდიული სამსახური
    • პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების და კარიერის დაგეგმვის
  • პროფესიული სტუდენტი
    • შეფასების სისტემა
    • მობილობა
    • პროფესიული სტუდენტის სტატუსი
  • ბიბლიოთეკა
    • კონტაქტი
    • ელექტრონული რესურსები
    • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
    • წიგნების კატალოგი
  • იურიდიული ცნობარი
  • ტურისტული კომპანიები
    • ტურისტული სააგენტოები
    • ტურისტული საინფორმაციო გვერდები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • საიტის რუკა








შეფასების სისტემა

Print Version

 

პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)

ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25-30

ასტრონომიული საათის განმავლობაში.

კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში – პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას.

პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

2. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებას;

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

თითოეული სასწავლო კურსის (საგნის) შესწავლისას სტუდენტის მოსწრების შეფასება ხორციელდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

დასკვნითი/ფინალური გამოცდა
შუალედური გამოცდა
დასწრება
სააუდუტორიო აქტივობა
დებატებში/დისკუსიებში მონაწილეობა
პრეზენტაცია
დამოუკიდებელი მუშაობა
სხვა აქტივობები
 

შენიშვნა: კომპონენტები ფასდება ქულებით, რომელიც აისახება თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში: დასკვნითი გამოცდა არაუმეტეს  - 40 ქულა, შუალედური გამოცდა არაუმეტეს - 30 ქულა, დანარჩენ კომპონენტებზე ქულების გადანაწილებას ახდენს მასწავლებელი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ქულები უნდა გადანაწილდეს 100 ქულის ჯამით.

 

 

 

 

ICU

ომედია სტუდია — ვებ დეველოპმენტი და ონლაინ საკონსულტაციო სერვისები

ვებგვერდის მესაკუთრე:
თბილისის ტურიზმის აკადემია

ვებგვერდის გაშვება:
15.04.2011

ბოლო განახლება:
2 ივლისი, 2015

სულ ვიზიტორები:
949677

© 2006–2010