1. პროფესიულ სტუდენტს უფელბა აქვს ისარგებლოს მობილობით, რაც გულისხმობს ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა პროფესიულ პროგრამაზე ტურიზმის აკადემიის შიგნით (შიდა მობილობა) ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარე მობილობა).
2. მობილობა დასაშვებია მხოლოდ ერთი და იგივე საფეხურის პროფესიულ პროგრამებს შორის. სხვა საფეხურიდან გადასვლის შემთხვევაში მობილობის წინაპირობაა შესაბამისი საფეხურის კომპეტენციების დადასტურება ატესტაციის გზით.
3 მობილობის ვადები მტკიცდება ტურიზმის აკადემიის დირექტორის ბრძანებით.
4. მობილობის მსურველმა პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკადემიური ცნობა შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შედეგების შესახებ.
5. მობილობის მსურველს უტარება გასაუბრება წინა პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო თუ პრატიკულ დისციპლინებში მიღწეული შედეგების ტურიზმის აკადემიაში პროფესიულ აგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.
6. მობილობით ჩარიცხვის თაობაზე დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.