In English

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩვენს შესახებ
    • მისია
    • მიზნები და ამოცანები
    • სტრატეგია
      • მიზნობრივი პროგრამები
      • სამოქმედო გეგმა
    • კონკურსები და ვაკანსიები
  • დამფუძნებლები
  • დირექტორი
  • ადმინისტრაციიის უფროსი
  • სტრუქტურა
  • ხარისხის უზრუნველყოფა
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
    • შეფასების სისტემა
    • შეფასების სტანდარტები
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
  • ტურიზმის სკოლა
    • საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები
    • მასწავლებლები
  • სამსახურები
    • ადამიანური რესურსები
    • კანცელარია და პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია
    • იურიდიული სამსახური
    • პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების და კარიერის დაგეგმვის
  • პროფესიული სტუდენტი
    • შეფასების სისტემა
    • მობილობა
    • პროფესიული სტუდენტის სტატუსი
  • ბიბლიოთეკა
    • კონტაქტი
    • ელექტრონული რესურსები
    • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
    • წიგნების კატალოგი
  • იურიდიული ცნობარი
  • ტურისტული კომპანიები
    • ტურისტული სააგენტოები
    • ტურისტული საინფორმაციო გვერდები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • საიტის რუკა








დირექტორი

Print Version

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დირექტორი, პროფესორი ამირან მექვაბიშვილი

 

ამირან ზაქარიას ძე მექვაბიშვილი დაიბადა  ლანჩხუთის რაიონის სოფ. გრიგოლეთში, მოსამსახურის ოჯახში. სუფსის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნ. ბარათაშვილის სახელობის  გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. მუშაობა დაიწყო სოფელ ნატანების საშუალო სკოლაში. სულ მალე იგი განაწილებით იგზავნება ახალციხის რაიონში ხელმძღვანელ  სამუშაოზე. 60-70 - იანი წლების პერიოდში იგი ხელმძღვანელობს ადიგენისა და ახალციხის რაიონებს, სადაც განსაკუთრებით გამოვლინდა მისი ორგანიზატორულ-შემოქმედებითი და აღმშენებლობითი უნარი. მისი უშუალო ინიციატივით ამ რაიონებში გაყვანილი იქნა გზები, აშენდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობები: მესხეთის სახელმწიფო თეატრი, ბიბლიოთეკები, სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები და სხვა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ამირან მექვაბიშვილი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჯერ იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრის გამგის მოადგილეა, ხოლო შემდეგ  სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტს, დღეს კი თბილისის ტურიზმის აკადემიის დირექტორია.

ამირან მექვაბიშვილს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, გამოცემული აქვს არაერთი საყურადღებო წიგნი, მათ შორის 17 მონოგრაფია და დამხმარე სახელმძღვანელო, მაგ: `მოქალაქეობათმცოდნეობა~, „ქცევის კულტურა~, `მსოფლიო დღეს~, მსოფლიოს ყველა დედაქალაქი“, „ქართული ოჯახი, ტრადიციები და თანამედროვეობა“, და სხვა.

ამირან მექვაბიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით სასწავლებელში გამოდის გაზეთი `ილიას გზით~, რომელიც თავისი პუბლიკაციებით ხელს უწყობს სასწავლო პროცესის სრულყოფას, განათლების დარგში ახალი რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

ამირან მქვაბიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, აქვს პროფესორის წოდება, არის ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის წევრი და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ამირან მექვაბიშვილი, როგორც აქტიური საზოგადოებრივი  პიროვნება, არჩეულია საქველმოქმედო ასოციაცია `მესხეთი-2001~-ისა და მექვაბიშვილების საგვარეულოს პრეზიდენტად. მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი.  

 

 

ICU

ომედია სტუდია — ვებ დეველოპმენტი და ონლაინ საკონსულტაციო სერვისები

ვებგვერდის მესაკუთრე:
თბილისის ტურიზმის აკადემია

ვებგვერდის გაშვება:
15.04.2011

ბოლო განახლება:
2 ივლისი, 2015

სულ ვიზიტორები:
949680

© 2006–2010