ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ბიბლიოთეკის ფიზიკურ რესურსზე წვდომა
1. რესურსის მოძიება და შეკვეთა
1. მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა მოიძიოს ტურიზმის აკადემიის ბიბლიოთეკის როგორც ბარათულ, ასევე ელექტრონულ კატალოგში;
2. მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკას შეუკვეთოს როგორც პირადად, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
3. მკითხველის მიერ სასურველი მასალის ბარათულ ან ელექტრონულ კატალოგში მოძიების შემდეგ, მკითხველი ავსებს სპეციალურ ფორმას და აბარებს ბიბლიოთეკარს ან აგზავნის მას ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
4. საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით; თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში, როგორ ისარგებლოს ბიბლიოთეკათშორისი მომსახურებით ან სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია საკუთარი საინფორმაციო საჭიროების დასაკმაყოფილებლად;
5. მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი მასალა დაჯავშნოს წინასწარ. მასალა ინახება მკითხველის მიერ ბიბლიოთეკართან კონსულტაციის შემდეგ არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ საცავში ბრუნდება. დაჯავშნილ საბიბლიოთეკო ერთეულზე სხვა მკითხველის მხრიდან მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, ჯავშანი უქმდება 2 დღის შემდეგ;
6. დაჯავშნისა და ჯავშნის მოხსნის შემთხვევაში მკითხველი შეტყობინებას იღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
საბიბლიოთეკო ერთეულის გატანის წესები
1. საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია მასალისა და მკითხველის კატეგორიაზე, ერთეულის რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე;
2. ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარდა, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა; ასეთი რესურსით სარგებლობა მკითხველს შეუძლია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში;
3. იმ შემთხვევაში თუ, ნაბეჭდი საბიბლიოთეკო ერთეული მხოლოდ ერთი ეგზეპლარია ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ არის მასზე ყოველდღიური მოთხოვნა, შესაძლებელია მკითხველმა ისარგებლოს მისი სახლში გატანის უფლებით;
4. ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა, ასევე პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები), კარტოგრაფიული და სანოტო გამოცემები, ვიდეო და აუდიო მასალა (DVD, CD), ლექსიკონები, ენციკლოპედიები;
5. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლებით სარგებლობენ თბილისის ტურიზმის აკადემიის სტუდენტები, მსმენელები და პერსონალი.
საბიბლიოთეკო ერთეულის დაბრუნების წესები
1. მკითხველი ვალდებულია გატანილი წიგნი დროულად დააბრუნოს ბიბლიოთეკაში; ერთეულის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია ერთეულის ბარათზე, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას წიგნის დაბრუნების ვადის შესახებ;
2. ბიბლიოთეკიდან გატანილი ნებისმიერი კატეგორიის წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, წინასწარ შეთანხმებულ დროზე ადრე, დააბრუნოს ლიტერატურა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისა, ღნიშნული ვადა ითვლება წიგნის დაბრუნების ვადად.
3. მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, როგორც პირადად, ასევე ელ.ფოსტის საშუალებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.
საბიბლიოთეკო ერთეულის გატანის ვადა
1. მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წიგნის გატანის შემდეგი უფლებებით:
- მხატვრული ლიტერატურა - 2 თვე
- სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არის საკმარისი რაოდენობა) - 1 სემესტრი
- სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ არის საკმარისი რაოდენობა) - 1-7 დღე
- რიდერი - 1 სემესტრი
- სხვა კატეგორიის წიგნი - 14-30 დღე
გატანილი საბიბლიოთეკო ერთეულის დასაშვები რაოდენობა
1. მკითხველს უფლება აქვს ტურიზმის აკადემიის ბიბლიოთეკიდან ერთდროულად გაიტანოს 5 წიგნი;
საბიბლიოთეკო ერთეულის დაბრუნების ვადის გადადება
1. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მკითხველი ვალდებულია დააბრონოს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში;
2. გატანილი წიგნის დაბრუნების ვადის დადგომის დროს, თუ მკითხველს კვლავ სჭირდება ამავე მასალით სარგებლობა, მას შეუძლია გადადოს წიგნის დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მასალაზე არ არის მოთხოვნა;
3. თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად;
4. წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია როგორც პირადად, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გატანილი ერთეულის დაბრუნების ვადის გადაცილება და დაკარგვა
1. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ, მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებითა და სერვისებით სარგებლობას;
2. წიგნის დაბრუნების ვადიდან 35 დღის გასვლის შემდეგ, გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად;
3. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია გადაიხადოს
ჯარიმა, წიგნის ღირებულებას დამატებული 50 (ორმოცდაათი) ლარი ან ჩაანაცვლოს იმავე დასახელების საბიბლიოთეკო ერეთეულით;
4. მკითხველის მიერ ჯარიმის გადახდა შესაძლებელია ტურიზმის აკადემიის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე;
5. დავალიანების მქონე სტუდენტი ვერ გაივლის რეგისტრაციას მომავალი სემესტრისთვის;
6. დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ”შემოვლით ბარათს”, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს ბიბლიოთეკის დავალიანება. ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილება
1. მკითხველი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას იღებს წიგნის დაბრუნების ვადის მოახლოებისას; წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ; წიგნის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებისა და ქცევის წესების დარღვევისას დაწესებული სანქციების შესახებ;
2. წიგნის დაბრუნების ვადის მოახლოების ვადამდე ორი დღით ადრე ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას და ახსენებს დაბრუნების თარიღს;
3. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან ერთი დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს წერილობით უგზავნის პირველ გაფრთხილებას წიგნის დაგვიანების შესახებ;
4. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან შვიდი დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის მეორე გაფრთხილებას წიგნის დაგვიანების შესახებ;
5. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან თოთხმეტი დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის მესამე გაფრთხილებას, ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსითა და მომსახურების სარგებლობის უფლების შეზღუდვის შესახებ;
6. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 35 დღის შემდეგ, ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის მეოთხე გაფრთხილებას, დაკარგული წიგნის დადგენილი ჯარიმის შესახებ;
7. ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას მის მიერ გატანილი წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხევაში;
8. ბიბლიოთეკარი მკითხველს უგზავნის გაფრთხილებას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევისას ამავე დოკუმენტით განსაზღვრული სანქციების შესახებ;
9. წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებებისგან.
შეკითხვა ბიბლიოთეკარს
1. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ (მუშაობის განრიგი, ამა თუ იმ მედიის მისაწვდომობა, გატანის ვადები და ა.შ.) ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს მას, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;
2. მკითხველი მისთვის საინტერესო ინფორმაციას ბიბლიოთეკისგან იღებს არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა.
ინტერნეტ რესურსები
1. ბიბლიოთეკის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება აქვს ტურიზმის აკადემიის ბიბლიოთეკის ყველა წევრს.
2. კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა არის უფასო, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასევე ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით.
ასლის გადაღება და მასალის ამობეჭდვა
1. მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საავტორო უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურის ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისით;
2. ასლის გადაღებისა და მასალის ამობეჭდვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ შეკვეთის საფუძველზეც, როგორც პირადად, ასევე ონლაინ რეჟიმში;
3. წინასწარი შეკვეთისას, მომხმარებელი მასალის ასლს ან/და ამობეჭდილ ვერსიას იღებს არაუმეტეს ორი სამუშაო დღის ვადაში.
ბიბლიოთეკაში ქცევის წესები
1. მკითხველი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;
2. მკითხველი ვალდებულია პატივი სცეს როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ასევე სხვა მომხმარებლის უფლებებს;
3. გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
4. ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე მკითხველი ვალდებულია გადაიყვანოს მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე; დაიცვას სიჩუმე; ჯგუფური მუშაობისას არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს;
5. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დააბრუნოს ისინი თაროზე, არამედ ჩააბაროს ბიბლიოთეკარს ან დატოვოს მაგიდაზე;
6. წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;
7. ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა;
8. მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა რესურსის, მკითხველის აბონემენტში ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე, თვითნებურად გატანა
სანქციები ქცევის წესების დარღვევისას
1. მკითხველის მიერ თანამშრომლის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი;
2. მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება;
3. მკითხველის მიერ სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ტოვებს სამკითხველო დარბაზს.
4. მკითხველის მიერ საბიბლიოთეკო რესურსის ბიბლიოთეკიდან თვითნებურად გატანისას, მკითხველს ეკისრება შინაგანწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი.